Thursday, November 3, 2016


    პროექტ ,,სამართლის ქალაქის“ ფარგლებში  ბენეფიციარებმა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტის   დარბაზში  გაითამაშეს  იმიტირებული სასამართლო პროცესი. 
     იმიტირებულ სასამართლო პროცესზე   ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით  განიხილებოდა   არასრულწლოვანთა  მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. 
      პროექტის მონაწილეებს ასევე  ჩაუტარდათ მინი-ლექცია  სამოქალაქო ცნობიერების  ზოგად საკითხებთან დაკავშირებით  და საჩუქრად გადაეცათ  მეთოდური სახელმძღვანელოები:
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში (ავტორთა ჯგუფი - გურამ ნაჭყებია,  მზია ლეკვეიშვილი, მაია ივანიძე, მორის შალიკაშვილი, გიორგი თუმანიშვილი, ნინო გოგნიაშვილი, ირინე ბოხაშვილი , გამომცემლობა ,,ივერიონი 2013 წელი)  ;

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკანონმდებლო რეფორმის სახელმძღვანელო მითითებები  (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2011 წელი);

 საერთაშორისო სტანდარტები -არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2011 წელი).

   აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მახასიათებლების შესახებ,   გაიგეს,  ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული ,      რა ტიპის დანაშაულების განხილვა ხდება მათ მიერ და  გააცნობიერებეს , რომ არასრულწლოვნებმაც, ისევე როგორც ზრდასრულმა ადამიანებმა,  უნდა იცოდნენ და დაიცვან კანონი. 

    პროექტის მონაწილეები მადლობას უხდიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, სამართლის დოქტორს,   ქალბატონ  მაია ივანიძეს მხრადჭერისათვის. 



No comments:

Post a Comment